LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ, დაუყონებლივ გაათავისუფლოს 900-მდე პოლიტიკური პატიმარი – ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

59
704394-404647-1287x836

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები ერთდროულად დაუწესეს.

აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ლუკაშენკას ხელისუფლებას პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის გამოწვევაში ადანაშაულებენ.

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიას 12 კომპანია, 20 ადამიანი და სამი საჰაერო სატრანსპორტო საშუალება დაემატა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ორგანიზაციამ ბელარუსისთვის სანქციების მეხუთე პაკეტს დაუჭირა მხარი, სანქცირებულთა სიას დაემატა 17 პირი და 11 კომპანია, შესაბამისად, მთლიანობაში ევროკავშირის მიერ სანქცირებულია უკვე 183 ადამიანი და 26 იურიდიული პირი.

“ჩვენ მოვუწოდებთ რეჟიმს, რომ დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს 900-მდე პოლიტიკური პატიმარი, დაასრულოს რეპრესიების კამპანია და გაითვალისწინოს ეუთოს ექსპერტთა მისიის რეკომენდაციები“, – ნათქვამია აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები