მეკარეებმა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო სამი ფინალი წააგეს, „მონაკოს“ გოლკიპერები იყვნენ. სუბაშიჩი სწორედ რომ არ გუნდში გამოდის.
ESPN-მა ასეთი საინტერესო სტატისტიკა გამოქექა: ბოლო სამ მუნდიალზე ფინალში წაგებული გუნდის კარს ის გოლკიპერი იცავდა, რომლის კარიერაში ფრანგული „მონაკო“ ფიგურირებდა.
2006 წელს საფრანგეთმა იტალიასთან წააგო, „სამფეროვანთა“ კარში ფაბიენ ბარტეზი იდგა. ის „მონაკოში“ 1995-2000 წლებში გამოდიოდა.
2010 წელს ფინალში ჰოლანდიას არ გაუმართლდა. მათი მეკარე მარტენ სტეკელენბურგი „მონაკოს“ კარში 2014/15 წლების სეზონში იდგა.
„მონაკოში“ თამაშის გამოცდილება ქონდა სერხიო რომეროს, რომლის არგენტინამ 2014 წელს ფინალი გერმანიას დაუთმო.
ხორვატიის ნაკრების გოლკიპერი დანიელ სუბაშიჩი დღეს „მონაკოს“ კარის დარაჯია.
ასე რომ…
საფრანგეთი-ხორვატიის ფინალი მოსკოვში კვირას, 15 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზეა.