LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს: კელი დეგნანი

61
კელი დეგნანი

ქართული ოცნების ლიდერების განცხადებას, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევა და ამაზე კონსტიტუციის ცვლილება საჭირო აღარ არის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანი ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს.

მისივე თქმით, 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.

„ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.