LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ქართული, ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები იყიდება

216
61a8964933d7b

გერმანიაში ქართული, ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები იყიდება. პროდუქცია ექსპორტზე სოციალურ საწარმო „დადარს“ გააქვს, რომლის წარმომადგენელიც – ნინო რაზმაძე კომპანიის წარმატებაზე საუბრობს.

მისი თქმით, „დადარი“ არის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელსაც პროდუქციის უმაღლეს ხარისხთან ერთად, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს.

„ვაწარმოებთ 100-ზე მეტი სახის სათამაშოს სხვადასხვა ძვირფასი ჯიშის ხისგან და ისეთი ევროპული წარმოების საღებავებისგან, რომლებსაც აქვთ საბავშვო წარმოებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სერტიფიკატი. საწარმოში დასაქმებულია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენმა საწარმომ „წლის სოციალური საწარმო“-ს წოდებაც მოიპოვა.

„დადარი“-ს პროდუქციას თავისი მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ძალიან სანტერესოა საერთაშორისო ბაზრებისთვისაც და ვფიქრობ, ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. საწარმოს შესაძლებლობების ფარგლებში, ამჟამადაც აქტიურად ხორციელდება პროდუქციის გერმანიაში გატანა“, – ამბობს ნინო რაზმაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები