LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ბაღდოშვილი: „სინამდვილეში, მოსახლეობის 50%, ცოლ-ქმარი, ერთმანეთთან ბედნიერნი არ არიან…“

1181
gurambagdoshvili

გურამ ბაღდოშვილი თათია შარანგიასთან სიყვარულისა და თავისუფლების შესახებ საუბრობს და დასძენს, რომ ოჯახის შექმნას არ ჩქარობს იმის გამო, რომ თავისუფლების შეზღუდვის ეშინია.

გურამ ბაღდოშვილი:

„არავის უყვარს თავისი ბინძური ტანსაცმლის გამოფენა სახალხოდ, ყველა ვცდილობთ, სხვებს დავანახვოთ, როგორი „სვეცკები“ ვართ. სინამდვილეში, მოსახლეობის 50%, ცოლ-ქმარი, ერთმანეთთან ბედნიერნი არ არიან. ეს ნორმალურია, რაც ხდება? ჩვენი ბაბუა-ბებიების დროს ასე იყო, მთელ ცხოვრებას ერთად ატარებდნენ და ერთად ყოფნიდან მეხუთე წელს უყვარდებოდათ ერთმანეთი, რადგან იძულებულები იყვნენ… მე, როგორც მიყვარდება, ისე გადამიყვარდება… ბავშვობაში მიყვარდა, თინეიჯერობისას. ვფიქრობ, სიყვარულისთვის არ მცალია. სიტყვა სიყვარული ჩემთვის არის ორთვიანი, სამთვიანი, ალბათ, ვნება. ჯერ ვნებაა და გრძნობა მერე მოდის…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები