LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ოქროს ქალაქია: მესიმ პარიზულ პუბლიკას ოქროს ბურთი წარუდგინა, დონარუმამაც

91
6102a5585b

პსჟ-ს თავდამსხმელმა ლეო მესიმ გულშემატკივრებს თავისი მე-7 „ოქროს ბურთი“ აჩვენა, ხოლო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ საუკეთესო გოლკიპერის პრიზი.

პრეზენტაცია გაიმართა პსჟ-სა და „ნიცას“ შორის საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, მესიმ და დონარუმამ „ოქროს ბურთები“ 29 ნოემბერს მოიგეს, არგენტინელმა 33 ქულით რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.

მაინც მესი: ლეომ ოქროს ბურთი მეშვიდედ მოიგო

ფოტო: „ოქროს ბურთის“ გარდა მესის ექსკლუზიური მდიდრული საჩუქარიც ერგო

ბარემ ვთქვათ, რომ პსჟ-მ ვერ მოახერხა „ნიცას“ დამარცხება – 0:0.
პარიზელებმა 22-ჯერ დაარტყეს კარისკენ. ბოლო 5 წელიწადში ლიგა 1-ში ამაზე მეტი უგოლო მცდელობა (23) მხოლოდ „მონაკოსთან“ შეხვედრაში იყო.

მესის ჩემპიონატის 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ისე კი სულ 30-ჯერ დაარტყა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები