LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ თამლიანი: ჯიხურზე ასვლა ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ეს იყო იძულებული მოქმედება – ეს ჰგავდა 1942 წელს, როდესაც ქანთარიამ აწია დროშა რაიხსტაგზე

450
ბესიკ თამლიანი

„29 ნოემბერი არ იყო რიგითი თარიღი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებდნენ და ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის იყო პროტესტის საგანი. ჩემი იქ მისვლა იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, სხვა მიზანი არ მქონია“, – ამის შესახებ 29 ნოემბერს დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

ბესიკ თამლიანის განცხადებით, მისი ჯიხურზე ასვლა იძულებული მოქმედება იყო და „ეს ჰგავდა 1942 წელს, როდესაც ქანთარიამ რაიხსტაგის თავზე დროშა ასწია“, შესაბამისად ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მისივე თქმით, სამართალდამცველი ძირს უსაფრთხოების მიზნით დააწვინა და მისთვის ხელი არ დაურტყამს.

„მოხდა გარკვეული უმსგავსობა, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენის იმედი მაქვს. მე ავძვერი და ავწიე დროშა ამ ჯიხურზე, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი აღმოჩნდა მიუღებელი სამართალდამცველებისთვის. სავარაუდოდ, ეს იყო ბრძანება, როდესაც გადაწყვიტეს ჩემი ჩამოყვანა, ჩემს უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. როდესაც ჩემგან მიიღეს უარი ჩამოსვლაზე, გადავიდნენ აქტიურ ფაზაზე და დამიწყეს ფეხზე ჯაჯგური,“- განაცხადა ბესიკ თამლიანმა.

მისივე სიტყვებით, სამართალდამცველებს უნდა გაეთვალისწინებინათ სავარაუდო საფრთხე, უსაფრთხოება, თუმცა თამლიანის თქმით, პირიქით, მათ საფრთხე გაზარდეს. როგორც თამლიანმა აღნიშნა, არ არსებობს მტკიცებულება სადაც ამბობს, რომ მას (პოლიციელს) გადააგდებს.

„პირიქით, ვეუბნები, რომ „გადამყვები,“ თავად სამართალდამცველი იგინებოდა ჩემი მიმართულებით. დამიმტკიცეთ, რომ ეს გინება არ ყოფილა პირდაპირი მუქარა.

ბესიკ თამლიანის დედა: მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს, როგორი საყურებელია ეს დედისთვის?

ჯიხურზე ასვლა თავიდან ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ეს იყო ჩემი, იძულებული მოქმედება. ეს ჰგავდა 1942 წელს, როდესაც ქანთარიამ აწია დროშა რაიხსტაგზე. ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, გავშალე დროშები და დავიწყე საქართველოს ჰიმნის სიმღერა. იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველები ამყოლოდნენ, დაიწყეს ჩვენსკენ წამოსვლა.

მისი და ჩემი უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველი დავაწვინე, რომ არ ვმდგარიყავით ფეხზე. ოთხი ადამიანი უნდა ვყოფილიყავით ერთ სახურავზე, არ ვიცი რომელი უსაფრთხოების იდეით ამოვიდნენ. მე მისთვის ხელი არ დამირტყამს, თავად ვიცავდი უსაფრთხოების საკითხს, რომ არავინ დაზიანებულიყო. გამორიცხეთ, რომ მისთვის ხელი დამერტყა“, – აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები