LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესსექტორს საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

112

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესსექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარუდგენს. ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნეს.

ჟურნალისტებთან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ. “აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებულია ბიზნესმენები და ისინი ვინც ბიზნესში ჩართვას აპირებენ. დაიგეგმება ახალი გეგმები, რა უნდა გააკეთოს მომავალში პალატამ. მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ პალატის სახელით რაც შეიძლება მეტი გაიტანონ მსოფლიო მასშტაბით. კერძოდ, მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან აქვთ ურთიერთობა, რათა აჩვენონ, მეორე აფხაზეთი, რომელიც გამოდევნილია აფხაზეთიდან, მაგრამ დგას ფეხზე და სრული ცხოვრებით ცხოვრობს”, – განაცხადა გია გვაზავამ.

ანგარიშის წარდგენის ფარგლებში, გაიმართება პალატის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც. წარადგენენ იმ დაგეგმილ აქტივობებს, რომლებიც სამთავრობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში იგეგმება. ასევე პრეზენტაციის ნაწილში, წარადგენენ დევნილებში ბიზნესსტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.

ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონის შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები