LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპით სატრანსპორტო ჭკვიანი მოწყობილობების მსოფლიო ბაზარი დაინტერესდა

140

ქართული სტარტაპი TTM Group  მალე სატრანსპორტო ჭკვიანი მოწყობილობების მსოფლიო ბაზარს დაიპყრობს. ამის შესახებ ”ფორტუნას” Future laboratory-დან აცნობეს.

როგორც Future laboratory -ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, 5 თვის წინ გამოცხადებულ Startup Factory-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური სტარტაპი Total Traffic Management-ი, რომელიც ქმნის ინოვაციურ მოწყობილობას, მაგისტრალებზე სატრანსპორტო საშუალებისთვის სიჩქარის ლიმიტის შესაზღუდად.

”TTM-მა მცირე ხანში დაასრულა მოწყობილობის შექმნა და ტესტირება, რის შემდეგაც, მის დამფუძნებლებს ვახტანგ იაშვილსა და დიტო აბაშიძეს საშუალება მიეცათ, 2018 წლის 11 ივნისს გამართულ მსოფლიოში უდიდეს ტექნოლოგიურ გამოფენას CEBIT Expo-ს დასწრებოდნენ, სადაც მათი მოწყობილობა მსოფლიოში უმსხვილეს 13 GPS კომპანიას გააცნეს და უკლებლივ ყველამ გამოთქვა სურვილი, მათი პროდუქტის შეძენისა და სტარტაპთან თანამშრომლობის”, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოო პროტოტიპზე, რის შემდეგაც სტარტაპი შეძლებს საკუთარი მოწყობილობა მიჰყიდოს უმსხვილეს სატრანსპორტო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებს და აღმოფხვრას ავტომაგისტრალებზე არსებული უბედური შემთხვევები, რაც სიჩქარის გადაჭარბებას მოსდევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები