ვახო სანაიამ თავისი გადაცემიდან ამონარიდი გააზიარა, სადაც ჩანს, როგორ ეძახის მას სტუმრად მყოფი აკაკი ბობოხიძე გიორგის, ვახოს მაგივრად. ტელეწამყვანი მას ღიმილით უსწორებს სახელს, თუმცა აკაკი ბობოხიძე მაინც გიორგის ეძახის. სტუმარი აღნიშნავს, რომ ეს შეცდომა გიორგი სანაიასთან დიდხნიანი მეგობრობის და მოგონებების გამო მოსდის.