LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ჭუბერში ზარალი დიდია და შესაბამისად, მაქსიმალური თანადგომა იქნება

80

ზარალი დიდია და შესაბამისად, მაქსიმალური თანადგომა იქნება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭუბერში არსებულ ვითარებაზე კოემნტარისას განაცხადა. მისივე თქმით, როგორც „ნენსკრა-ჰესის“ განცხადებაშია აღნიშნული, ჭუბერში განვითარებულ მოვლენებს არანაირი კავშირი არ აქვს ჰესის მშენებლობასთან.

ჩვენ მოვისმინეთ „ნენსკრა-ჰესის“ განცხადება, რომ არსებულ სიტუაციას, ჭუბერში რაც მოხდა, ჰესის მშენებლობასთან არანაირ კავშირში არ აქვს. თუმცა, როგორც ვიცი, ზარალი დიდია და შესაბამისად, მაქსიმალური თანადგომა იქნება, შესაბამისი სამინისტროები ჩართულები არიან პროცესში და მოხდება ზარალის დათვლა, მოწესრიგდება ყველაფერი, იქ არსებული მდგომარეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილობრივთა ნაწილი ფაქტს “ნენსკრა-ჰესის” მშენებლობას უკავშირებს , თუმცა კომპანიის განმარტებით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეა შეჩერებულია. გარემოს ეროვნულ სააგენტოში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. სააგენტოს განცხადებით, მიზეზებს  გეოლოგები და ჰიდროლოგები შეისწავლიან.

შეგახსენებთ,  უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ თემში არსებული 5 ხიდი წაიღო. ძირითადი ზარალი საკარმიდამო ნაკვეთებს მიადგა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა მდ. ნენსკრას ხეობა პირადად დაათვალიერა.
მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ადიდებული მდინარის კალაპოტის არც ერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის განმეორების რისკი შეიძლება შექმნას.

არც საგანგებო სიტუაციების სამსახური და არც მესტიის მერია მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები