ათობით ბრიტანელი უამინდობისა და ქარბუქის გამო 3 დღით სასტუმრო Tan Hill Inn-ის პაბში აღმოჩნდა გამოკეტილი.
დათოვლილი გზების გამო ადამიანებმა სახლებში წასვლა ვერ მოახერხეს. ზოგმა სასტუმროს ნომერი იქირავა, სხვებმა კი ვისთვისაც ნომრები ფიზიკურად აღარ დარჩა, ღამე პირდაპირ პაბში გაათენა.
61 ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი ერთ სივრცეში აღმოჩნდა და ერთად მშვენიერი დრო გაატარა. ისინი ლუდს მიირთმევდნენ, მაგიდის თამაშებს თამაშობდნენ, კარაოკეში მღეროდნენ და ერთი წამითაც არ მოუწყენიათ. როდესაც პაბში გაჭედილებს მაშველებმა მოაკითხეს, ყველა აღნიშნავდა, რომ საოცარი ატმოსფეროს დატოვება ძალიან სევდიანი იყო.