52 წლის მსახიობი, კეიტ ბლანშეტი გამოცემა PORTER-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად საინტერესო იყო. კეიტი კი, როგორც ყოველთვის დახვეწილი და შეუდარებელი. მან არაერთი დახვეწილი ლუქი მოირგო. ერთ-ერთ ფოტოში მას „ალექსანდერ მაკქუინის“ ცისფერი კოსტიუმი აცვია.
ფოტო/ვიდეო: ქეით ბლანშეტი „არმანის“ ფოტოსესიაში შეუდარებელია
ვარსკვლავი არაერთი საინტერესო თემას შეეხო, ისაუბრა გლობალურ დათბობაზე, ტექნოლოგიურ ეპოქაზე, ბავშვებსა და მოდაზე.
„მე შვილებს სულ ვუმეორებ, რომ როდესაც მათ რამეზე საუბარი სურთ, დეტალურად უნდა იცნობდნენ საკითხს, მათ ბევრი უნდა იკითხონ და ამომწურავად გაეცნონ საკითხს, ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული“, – აცხადებს 4 შვილის დედა.