ჭუბერში, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფლების დამაკავშირებელი გზები წაიღო, მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს, – ამის შესახებ ადგილობრივი იუწყება, რომელიც მდგომარეობის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ის ვიდეოში ყვება, სოფელი ტიტა გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
მისივე ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ყველა ხიდი წაიღო, დააზიანა სახლები.