LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური, კეთილი და მადლიერი ახალი წელი – თეთრი სახლის ყველა ოთახი წელს სიმბოლოებით მორთეს

250
whitehouse

წელს ახალი წელი თეთრ სახლში რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე გვინახავს. პანდემიიდან გამომდინარე, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აქცენტი სულ სხვა დეტალებზე გააკეთა და ყველა ოთახი თემატურად, ძალიან ემოციური დეტალებით მორთო. აქ აქცენტი გაკეთდა სიკეთეზე, ემოციებზე, მადლიერებაზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და ყველაფერზე, რაც ასე გვჭირდებოდა გასულ წელს.

მაგალითად თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფლიგელი ცისფერი და თეთრი ბუშტებით მორთეს, როგორც სიხარულის, სიახლისა და მოლოდინის სიმბოლო. თეთრი სახლის ცენტრალურ ნაწილში მთავარი ნაძვის ხე მთლიანად ვარსკვლავებით არის მორთული. ოქროსფერი მბზინავი ვარსკვლავები ყველა იმ ადამიანის სიმბოლოა, ვინც წელს თავი გაწირა ქვეყნის სამსახურში.


ულამაზესი ლენტებით არის მორთული თეთრი სახლის ისტორიული ბიბლიოთეკა, როგორც ცოდნის სიმბოლო. ეს არის მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება, სიახლეების ძიება და წიგნები. ბიბლიოთეკაში, რომელიც პრეზიდენტმა რუზველტმა 1935 წელს შექმნა, ახლა 2700 მდე წიგნი ინახება.

თეთრი სახლის ხელოვნების ოთახის მორთვა საკუთარ თავზე წელს ქვეყნის წამყვანმა მხატვრებმა აიღეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩინური ოთახი, სადაც პატარა ნაძვის ხეებთან ერთად, დაგხვდებათ ულამაზესი დეკორაციული ნაკეთობები და ძალიან მყუდრო მაგიდა სკამებით. მშვიდობასა და ერთიანობაზე გაკეთდა აქცენტი თეთრი სახლის ცისფერ ოთახში. ცნობილი წითელი ოთახი ალბათ ერთადერთია, სადაც ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა საახალწლო განწყობა, დიდი ფანჯრები, ოქროსფერი ფარდები, მოგიზგიზე ბუხარი და აკაშკაშებული ნაძვის ხე. ყველაზე მყუდრო წელს სასადილო ოთახი გამოვიდა, რადგან დიზაინერმა აქცენტი ოჯახური ტრადიციების მნიშვნელობაზე გააკეთეს და ამისთვის ყველა შესაძლო დეტალი გამოიყენეს.

და ბოლოს თეთრი სახლის ფოიე, როგორც ყველაზე ცნობილი ადგილი, რომელიც გასულ წლებში ბზინავდა სხვადასხვა დეკორაციებით. წელს მასაც სიმბოლური დატვირთვა მიეცა, რწმენის, დადებითი ემოციების და სიკეთის. შესაბამისად ის ძალიან დახვეწილი, სადა და ლამაზი გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები