მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა სამმა პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. საკუთარი კანდიდატურები მარიამ ცაცანაშვილმა, გიორგი შაშიაშვილმა და ლენა კაპანაძემ მოხსნეს.
როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, ჯემალ გახოკიძე, შალვა თადუმაძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, კოტე ჭილაია, ლევან ძნელაძე, თეიმურაზ ონიანი.