45 წლის ჰაიდი კლუმი ახალგაზრდა მეგობარ მამაკაცთან, 28 წლის მუსიკოს ტომ კაულიტცთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს. წყვილი ხშირად ხვდება ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში.
ისინი ამჯერად ჰაიდი კლუმის დედასთან და ქალიშვილთან ერთად გადაიღეს.
გერმანელ სუპერმოდელს, ლუს გარდა ყოფილი ქმრისგან, სილისგან კიდევ 2 შვილი ჰყავს, მეოთხე – 14 წლის გოგონა ლენი კი იტალიის ფორმულა ერთის გუნდის მენეჯერთან, ფლავიო ბიატორესთან ცხოვრებისას შეეძინა.