მსოფლიო ჩემპიონატი და ზოგადად ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე არაფერია. ჯგუფურ ეტაპზე ტრიბუნებზე მყოფმა ეგვიპტელმა კაცებმა პლაკატი გამოფინეს, გთხოვთ, არ გადაგვიღოთ, ჩვენს ქალებს გონიათ, მივლინებაში ვართო.
ახლა ესენი დაემატნენ.
ორი იდიოტი: გერმანიის გულშემატკივრების თვითირონია.
გერმანიის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან გავარდა. პირველ ადგილზე მის ნაცვლად შვედეთი გავიდა, რომელიც უკვე მეოთხედფინალშია.
ესენი გერმანიის ნაკრების ქომაგები არიან, რომელთაც წინასწარ იყიდეს პლეი-ოფის მატჩის ბილეთები და საკუთარი თავის დასაცინი პლაკატი გამოჭიმეს:
„2 გერმანელი იდიოტი. ისინი ფიქრობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონების თამაშს ნახავდნენ“.
ინგლისისა და კოლუმბიის ნაკრების მატჩზე კი საუკეთესო პლაკატი აი ამ ქალბატონმა გამოფინა. გოგონა თავის კაცს მიმართავს:
„ჯონ. კატას აჭამე, სახლში ორი კვირის მერე ვიქნები. მიყვარხარ“.
ინგლისელებს სჯერათ, რომ ბოლომდე მივლენ. აბა ვნახოთ.