LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ

156
enm-s-opisi

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მძლავრ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.

“ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პენიტენციური სამსახური და მთავრობა შეძლებს, აიღებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრებას, სადაც მიეცემა შესაძლებლობა მიმართოს როგორც საზოგადოებას, ისე სასამართლოს და თავისი სიმართლე წარუდგინოს. საქმე სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც შესაძლოა, 7 ნოემბერთან მიმართებით სააკაშვილს აეღო, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად იცის, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მან ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თანამდებობიდან გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არავის გაუკეთებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების კუთხით”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს უნდა გაიმართოს. წინა სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და მას სააკაშვილი ვერ დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები