27 და 28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
? აღნიშნულ პერიოდში, შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და პ. კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს.
? ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით.
? გადაადგილება თავისუფალი იქნება პ. კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით იმოძრავებს.” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.