საქართველოში ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუმჯობესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ნოემბრიდან გამოიდარებს და დათბება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 და 29 ნოემბერს მცირე ნალექი, შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ რაიონში აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ასევე 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა კი +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.