ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ სამართალდამცველებთან დაპირისპირების შემდეგ თქვა, რომ მას თითი მოატეხეს.
მოგვიანებით წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ფაქტის გამო მას ორი თვეში ოპერაციის ჩატარება სჭირდება.
ანა წითლიძე – “პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო”
“ორივე თვე ფიქსატორი და მერე ოპერაცია. არა უშავს, ცხრა თითითაც ვიბრძოლებ”- დაწერა ანა წითლიძემ ფეისბუქში.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდენ და ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” ამის საშუალებას არ მისცემდნენ.
პოლიციამ საპროტესტო აქციებზე ზუგდიდში 2, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა