LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადი აქედან კორონას ნუ ავრცელებ… შენ თვითონ ხარ კორონა” – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

190
260409224-1806231859562696-900678233463650272-n (2)

ბათუმის საკრებულოში ხმაურია. აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, რაულ თავართქილაძემ საკრებულოს შენობა დაუყოვნებლივ დატოვოს, რადგან ის კოვიდინფიცირებულია.

თავის მხრივ, რაულ თავართქილაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული არ არის და მას ამის დასადასტურებლად სწრაფი ანტიგენ ტესტი აქვს გაკეთებული. თავართქილაძის თქმით, მისი მეუღლე არის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. მისივე თქმით, ის საზოგადოებისთვის საშიში არ არის.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც კოვიდტესტის სიზუსტეს ადგენენ.

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ბათუმის საკრებულო აპირებს ხვალ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.