LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი პოზიციიდან, რა პოზიციაც არ უნდა იყოს, ვიზრუნებ ქვეყნის განვითარებაზე – კახა კახიშვილი

102

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი “დიდ პრობლემას ვერ ხედავს”, თუკი ის ახალ მთავრობაში არ იქნება. როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს დარწმუნებულია, რომ ყველგან ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიქნები, ამ ქვეყანაში ვიქნები და ნებისმიერი პოზიციიდან რა პოზიციაც არ უნდა იყოს, ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე,” – განაცხადა კახიშვილმა.

ის ასევე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება. კახა კახიშვილის თქმით, ევროპულ ქვეყნებში სასჯელაღსრულების სისტემა ან იუსტიციის სამინისტროში, ან შსს-შია გაერთიანებული.

“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არსად ცალკე სამინისტროდ არ არის. იყო პრობლემა როცა 2008 წელს პროკურატურა შეურთდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაშინ გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლებოდა, რომ დევნის ორგანო და სასჯელის აღსრულების ორგანო ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ. აქედან გამომდინარე გამოეყო და შეიქმნა ეს სამინისტრო. დღეს უკვე საჭიროება ამ სამინისტროს ცალკე არსებობის არ არის. მითუმეტეს, ევროპის ქვეყნებში, ძირითადად სასჯელაღსრულების სამინისტრო ან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ან შსს-ს დაქვემდებარებაშია. თუმცა ეს არის უდიდესი სისტემა. აქ მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი. აქ ხდება დაახლოებით 10 000 ადამიანზე ზრუნვა უფლებების და სარეჟიმო პირობების კუთხით. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად გადავა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და დარწმუნებული ვარ, არც ერთ თანამშრომელს პრობლემა არ შეექმნება და არც პატიმრებს,” – განაცხადა კახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები