LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მსუბუქი კომედია ცხელი უქმეებისთვის

„ფრენკი და ჯონი“ (Frankie and Johnny) – რომანტიკული კომედია მიშელ პფაიფერისა და ალ პაჩინოს მონაწილეობით, ორი მარტოხელა, ცხოვრებით დაღლილი ადამიანის ისტორიაა, რომლებიც საბოლოოდ მაინც პოულობენ ერთმანეთს და ნამდვილ სიყვარულს.

„თქვენს სახელზე წერილია“ (You’ve Got Mail) – ნორა ეფრონის რომანტიკული კომედია პირველ რიგში მათ უნდა ნახონ, ვინც ვირტუალური ურთიერთობითაა გატაცებული და წარმოდგენაც არ აქვს, რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის გვერდითაა.

„მისის დაუთფაიერი“ (Mrs. Doubtfire) -კრის კოლამბუსისა და რობინ უილიამსის ერთობლივი ნამუშევარი შვილებზე შეყვარებული მამის ორიგინალური ისტორიაა, რომელიც განქორწინების შემდეგ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი, ძიძად ასაღებს თავს და შვილების აღმზრდელად ისევ საკუთარ სახლში ბრუნდება.

„როგორ მოვიპაროთ მილიონი?“ (How to Steal a Million) – დახვეწილი და ელეგანტური კომედია შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნისა და პიტერ ო’ტულის მონაწილეობით, მაყურებელს ავანტურისტი წყვილის  ხიფათით სავსე თავგადასავლებზე მოუთხრობს.

„ბორტს მიღმა“ (Overboard) – 1987 წელს გადაღებული კომედია დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, რადგან კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სინამდვილეში მხოლოდ ისაა მდიდარი, ვისაც გულწრფელად შეუძლია სიყვარული.

„პერსონაჟი“ (Stranger Than Fiction) – მართალია, მარკ ფოსტერის ტრაგიკომედია მეტად სერიოზულ  ფილოსოფიურ პრობლემებს განიხილავს, მაგრამ საკმაოდ მსუბუქად სთავაზობს მაყურებელს დაფიქრდეს, რამდენად თავისუფალია ის და რამდენად განაგებს საკუთარ ცხოვრებას?!

„როცა ჰარი შეხვდა სალის“ (When Harry Met Sally) – 1980-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ მელოდრამაში ყველაფერი მშვენიერია საინტერესო სიუჟეტით დაწყებული, რომანტიკული ნიუ-იორკის არაჩვეულებრრივი პეიზაჟებით დასრულებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები