LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების ღიაობა: მიხეილ სარჯველაძე

48
მიხეილ-სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების ღიაობა, რომლითაც განიხილება რეალურად კანდიდატურები.

მისივე თქმით, საზოგადოების ყველა წევრს აქვს საშუალება, სრული შთაბეჭდილება შეიქმნას იმის თაობაზე, რომელი კანდიდატი იმსახურებს სასამართლოში გამწესებას და რომელი შეიძლება, არ იმსახურებდეს.

ჰარცელი: მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის დასაკვირვებლად მიგვიწვიეს, რაზეც უარი ვთქვით – ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რჩევებს

„მოსამართლეების არჩევის პროცესი აბსოლუტურად ინკლუზიურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველასთვის ღიაა და მართლაც უპრეცედენტოდ ტრანსფარანტული პროცესი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების ღიაობა, რომლითაც განიხილება რეალურად კანდიდატურები. საზოგადოების ყველა წევრს აქვს საშუალება, სრული შთაბეჭდილება შეიქმნას იმის თაობაზე, რომელი კანდიდატი იმსახურებს სასამართლოში განწესებას და რომელი შეიძლება, არ იმსახურებდეს. მე ვამჯობინებდი, რომ უფრო აქტიური იყოს ჩართულობა ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე დღეს იყო. სასურველია კრიტიკული ხმა აუცილებლად ისმოდეს, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაზე სწორი შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად. დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან მოვისმინე ძალიან ზოგადი, უტრირებული შენიშვნა პროცესთან მიმართებით, რაც ჩემი მხრიდან პროცესის გაუმჯობესების ნაწილად ნამდვილად არ იქნება აღქმული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გენადი მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობის შესახებ

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესი

“შეგიძლიათ ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავები” – ნაცვლიშვილმა მოსამართლის მოსმენაზე სარკე მიიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები