LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: მთავარია, გვქონდეს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც პოტენციალი აქვს ევროპის ბაზარზე

77

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც პოტენციალი აქვს ევროპის ბაზარზე. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის – EU4Business ინიციატივა“ წარდგენამდე განუცხადა.

“როგორც იცით, საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რისი განუყოფელი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შეუძლია ევროკავშირთან ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობები.თუმცა, ამისთვის ჩვენთვის მთავარი ამოცანაა გვქონდეს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც პოტენციალი აქვს, მათ შორის, ევროპის ბაზარზე. სწორედ ამიტომ ევროკავშირი, არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარება საქრთველოს და იცით, რომ მხოლოდ აგროსასურსათო სექტორის განვითარებაში 180 მილიონ ევროიან დახმარებას ვიღებთ ემპარდის ფარგლებში, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, ანუ იმ ცოდნის დახმარება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქართული საექსპორტო პროდუქცია შეესაბამებოდეს სტანდარტებს და იყოს კონკურენტუნარიანი ევროპის ბაზარზე”,- განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები