ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ის მომხრეა რისკ-ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არსებული გადაწყვეტილებები უშედეგოა.
„ახალი შტამები და ქვე შტამები ჩნდება, თუმცა, ჯერჯერობით ვაქცინაცია ყველა შტამზე მუშაობს. მასობრივი ვაქცინაცია მუშაობს. ის გზები, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია შედეგს არ მოგვიტანს.
უნდა მოხდეს აღსრულება იმ წესების, რაც არსებობს. არ ატარებს ხალხი ნიღბებს? რა თქმა უნდა პრემიერმა ჯარიმები გააუქმა და ამიტომ. მან ამით პოპულისტური, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.
რისკ-ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, ვგულისხმობ ჟურნალისტებს, ექიმებს, ექთნებს, სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, პოლიცის, მძღოლებსა და ბანკის თანამშრომლებს.
კანადაში 3000 მდე ექთანი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ არ იყვნენ აცრილები. შენ თუ არ იცრები, მე მიქმნი პრობლემას, საზოგადოებას უქმნი პრობლემას”,-განაცხადა ვატო სურგულაძემ.