Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“თუ ნამდვილად გიყვართ შვილი, გაზარდეთ გრძნობით, რას შეძლებს, თქვენ რომ აღარ იქნებით” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ნამდვილად გიყვართ შვილი, გაზარდეთ გრძნობით, რას შეძლებს, თქვენ რომ აღარ იქნებით”

162

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ადამიანის მარტოობასა და შვილის გაზრდის დროს გასათვალისწინებელ დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს.

ის მოუწოდებს დედებს, მარტოობის ამოსავსებად, შვილები არ “გადასანსლონ”.

“არიან ჩემს გვერდით ადამიანები, პერიოდულად თანამდგომები, თანამგრძნობები, მაგრამ საბოლოდ მაინც მარტოსული ვარ,” ამბობს ბევრი და გაურკვეველი საყვედურის ცრემლი ადგება. არის ამქვეყნად ვინმე, ვისი მარტოობაც სრულად ამოგივსიათ თავად? არ არის და ვერც იქნება. და თუ ეს ილუზია შეგექმნათ, მაგალითად შვილთან ურთიერთობისას მაინც, ვისზეც კარგა ხანს მეტი ძალაუფლება გაგაჩნიათ, ვიდრე ვინმე სხვაზე, – თქვენ მას მარტოობას კი არ უქრობთ, არამედ სანსლავთ, მასში ჩასახლებას ლამობთ საკუთარი მარტოობის გაქრობის მიზნით. ამით შვილის მარტოობა კი არ ქრება, – საკუთარ თავს ვეღარ ავითარებს და ათქვეფილია თქვენი იდენტობის ქაფში. უეცრად რომ გამოეცალოთ, მისგან აღარაფერი რჩება, გარდა უმწეო, დამოკიდებული ადამიანისა.

თუ ნამდვილად გიყვართ შვილი, გაზარდეთ გრძნობით, რას შეძლებს, თქვენ რომ აღარ იქნებით და არა გრძნობით, – როგორ გამოგადგებათ, თქვენ რომ მოხუცდებით, რაც ნიშნავს, გაზარდო შვილი საკუთარი მარტოობის ბუნებრივ მდგომარეობად აღქმის და მარტოობის, როგორც პიროვნული მთლიანობის და ღირსების რწმენით. საკმარისზე მეტია ის თანადგომა, რასაც გვთავაზობს სამყარო, როცა მართლა გვიჭირს, სინამდვილეში მხოლოდ მადლიერი შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის,” – წერს ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები