რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია დასრულდა. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ვარდების რევოლუციის 18 წლის თავს აღნიშნავდნენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
მათი ნაწილი 17:00 საათზე ვარდების მოედანთან, ნაწილი კი თავისუფლების მოედანთან შეიკრიბა და მსვლელობა გამართა.
ვარდების რევოლუცია 18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო, რაც 23 ნოემბერს მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომით და ხელახალ არჩევნებით დასრულდა.