საქართველოში ონლაინ დაჯავშნის ახალი პლატფორმა Apartments.ge ამოქმედდა, რომელიც ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლამდე მათთვის სასურველი სასტუმროს და ჯავშნის საშუალებას აძლევს.
იდეა ინვესტორებისთვის და ტურისტული ჯგუფებისთვის ახალ მიმართულებას წარმოადგენს და ის Booking.com- ის ქართულ ანალოგადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ქართული პლატფორმა მოიცავს ისეთ მოთხოვნად პროდუქტებს, როგორებიცაა:
მსხვილი დეველოპერული კომპანიების პროექტებში სასტუმროს აპარტამენტების ონლაინ დაჯავშნა, ელექტრონული სერვისით ტურისტებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ საქართველოს სასტუმროში თავისუფალი ნომრები, შესაძლებელი იქნება მათი ონლაინ რეზერვაცია. მომხმარებელი საკუთარი გემოვნების მიხედვით შეძლებს, აირჩიოს ნომერი, კვების რაციონი და სხვ. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით.
სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება ბიზნეს კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფებისთვის დარბაზების დაჯავშნაც.
გარდა ამისა, სამომავლოდ შესაძლებელი იქნება Apartments.ge-ს და საქართველოში არსებულ შემომყვან ტურ-ოპერატორებთან ერთობლივი თანამშრომლობაც, რომელიც ტურების დაგეგმვას და ონლაინ შესყიდვას გულისხმობს. Apartments.ge-ს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სერვისი საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება ტურისტებისთვის. მათივე განცხადებით, Apartments.ge ამ მიმართულებით პარტნიორსაც ეძებს.
„აღნიშნული სერვისი საკმაოდ გამარტივებული და მოსახერხებელი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოგზაურისთვის. დღეს ტურისტების დიდი რაოდენობა თავად ჯავშნის სასტუმროებს, იღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორ უნდა იმოგზაუროს. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ის სისტემა, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ სასტუმროები და მაქსიმალურად გაეცნონ იქ არსებულ სერვისს. ეს მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია“ – აღნიშავენ Apartments.ge-ს ადმინისტრაციაში.
მათივე განმარტებით, ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. Apartments.ge-ს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ახალი პლატფორმის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის ამოქმედება კი ხელს შეუწყობს სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურების წვდომას ამ სერვისის მიმართ.
ონლაინ დაჯავშნის პორტალი Apartments.ge საწყის ეტაპზე მხოლოდ ქართულადაა. უახლოეს მომავალში კი ხელმისაწვდომი რუსულ და ინგლისურ ენებზეც იქნება შესაძლებელი.