LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო

81
1

ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ჯაჭვი თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მოაწყვეს, ადგილზე მიტანილი აქვთ “ვარდების რევოლუციის” სიმბოლო – წითელი ვარდები, ასევე საქართველოსა და ევროკაშვირის დროშები.

ადგილზე ისმის შეძახილები – “თავისუფლება მიშას”, “მიშა”.

ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს: მამულაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, აქცია-პერფორმანსით მათ სურთ მსოფლიოს აჩვენონ, რომ დღევანდელი დღე, 23 ნოემბერი, კვლავ აქტუალურია.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ამ დღეს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და იმ მოვლენით, რაც 18 წლის წინ მოხდა, ქვეყანა სახელმწიფოდ გადაიქცა და საქართველომ მსოფლიო რუკაზე ადგილი დაიმკვიდრა.