LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცოდვა არ ჩაედინა, მაგრამ სინანული ასწორებს მას…ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება: ილია მეორე

247
ილია-მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, 23 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ადამიანურ ცოდვებსა და სინანულზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან, არ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა”, – თქვა ილია მეორემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები