LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა სარიშვილი: „ოდესმე ალბათ ვინმე რეალურად აგებს პასუხს ამდენ დაღუპულზე, „ონლაინ განათლების” ხარისხზე   და ასევე ბავშვების განვითარების შეფერხებაზე…“

119
ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც კორონავირუსისგან დაღუპული ადამიანებისა და ონლაინ სწავლების ხარისხის შესახებ წერს და იმედოვნებს, რომ ოდესმე ვინმე აგებს პასუხს ამაზე:

„სექტემბრის თვიდან 3 კარანტინის შემდეგ პირველი დღეა, რაც ბავშვები ბაღში წავიყვანე და ხვალიდან ისევ იკეტება 10 დღით!

ოდესმე ალბათ ვინმე რეალურად აგებს პასუხს ამდენ დაღუპულზე, „ონლაინ განათლების” ხარისხზე   და ასევე ბავშვების განვითარების შეფერხებაზე, რაც კონკრეტულად ჩემი შვილებისთვის და ანალოგიური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის აუნაზღაურებელი შეიძლება აღმოჩნდეს!“

ირინა სარიშვილი: „აი, ამ ყველაფერზე როდესღაც, თუნდაც მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, აუცილებლად აგებთ პასუხს, ხელისუფალნო, თქვენი შთამომავლებიანად!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები