„რომას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პირობა შეასრულა და თავისი გუნდის ფორვარდს ფელიქს აფენა-გიანას საჩუქარი გაუკეთა.
მას შემდეგ, რაც 18 წლის განელმა „ჯენოასთან“ სერია ა-ს მე-13 ტურის გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა (2:0 – შეცვლაზე შევიდა და ბოლოსკენ შეყარა გოლები) და გუნდს მოაგებინა, მწვრთნელმა შეთანხმებაზე ისაუბრა: „მას ძალიან ძვირიან ფეხსაცმელს დავპირდი, 800-ევროიანს“. როდესაც გოლს აღნიშნავდა ამისი შესახებ შემახსენა, რომ არ დამვიწყებოდა“.
„სამუდამოდ მემახსოვრება მისტერ. ჩემით სიამაყის საბაბს მოგცემთ“, – დაწერა ახალგაზრდა ფეხბურთელმა და ვიდეოში ჩანს როგორ იღებს საჩუქარს და ირგებს ახალ ფეხსაცმელს.