LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ სირიის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურა

83

საქართველომ სირიის ორი ავიაკომპანიის თვითმფრინავი ქვეყანის საჰაერო სივრცეში არ შემოუშვა. ივნისიდან სირიის თვითმფრინავები სირიასა და რუსეთს შორის რეისების შესასრულებლად აზერბაიჯანის გავლით იფრენენ, რაც მათ ფრენას დაახლოებით ნახევარი საათით ახანგრძლივებს.

საქართველომ საჰაერო სივრცე დაუხურა სირიის Syrian Air-სა და Cham Wings-ის ავიაკომპანიებს.

„მოგეხსენებათ, არალეგიტიმური რეჟიმის მიერ ჩვენი ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ჩვენც, შესაბამისად, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება და ამ ქვეყანას შევუწყვიტეთ საჰაერო წვდომა,” – განაცხადა საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები