LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები ბიუჯეტში: ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯები 375 მილიონი ლარით იზრდება

105
cxelebis-centri

დღეს გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება. ძირითადი ნაწილი იქნება ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდა, დაახლოებით, 375 მილიონი ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, ამ თანხის უდიდესი ნაწილი მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ და კორონავირუსის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება საშემოსავლო ნაწილის ბიუჯეტის ზრდა, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს. ხოლო ის ხარჯები, რომელიც გასაწევი იქნება უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, ეს სრულად იქნება დაფინანსებული“, – აღნიშნავს ხუციშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები