ხორვატიულმა კომპანია Rimac-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 1914 ძალის ელექტრონული ჰიპერქარის Nevera-ს ცდებია ასახული. მანამ სანამ კრაშ-ტესტის დროს მოდელს დალეწავდნენ, 2 მილიო ევროდ შეფასებული ავტომობილი ბრენდის ხელმძღვანელმა თავად დატესტა.
სუპერქარი ტყეში, უგზოობაში, ტალახში გაატარეს. საბოლოო დანიშნულების ადგილი კომპანიის საცდელი ცენტრი იყო, სადაც ელექტროქარი ბარიერთან დაჯახების დროს დაამტვრიეს.
კომპანია Rimac-მა ჰიპერქარის გამოცდა ევროპული სერტიფიკატის ასაღებად ჩაატარა. ამ დროისთვის ბრენდმა კრაშ-ტესტების სერია დაასრულა და ელექტროქარის აშშ-ში დარეგისტრირების უფლება მოიპოვა. სხვადასხვა ცდების ფარგლებში ხორვატიელმა სპეციალისტებმა 10-მდე ჰიპერქარი დაამტვრიეს. ასე რომ ცდები იმაზე ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.