ქართული კინოს ისტორია 1908 წელს ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის (დიღმელაშვილი) პირველი კადრებიდან იწყება, რომელთა ჩვენება 1908 წლის 15 მაისს ქალაქ ბაქოში შედგა და ეს დღე ქართული კინოს დაბადების დღედ ითვლება.
29 ივნისს, კინოსტუდია “ქართული ფილმის” ტერიტორიაზე (დიღომში), ეზოსა და პავილიონებში, მოეწყობა მასშტაბური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სტუდიის საცავში დაცული უნიკალური კოსტიუმები, იარაღი, გადასაღები ტექნიკა, აფიშები და კინომხატვართა ნამუშევრები.
ღონისძიებას დაესწრებიან ღვაწლმოსილი კინომოღვაწეები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. ქართული კინოს საიუბილეო საღამო პირდაპირი ინტერნეტსტრიმინგით გადაიცემა
ღონისძეიბაზე სიტყვით გამოვლენ, კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე-ქალბატონი ხათუნა ხუნდაძე, ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორი- ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი, კინომცოდნე გოგი დოლიძე და ღვაწლმოსილი ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.
საღამოსმუსიკალურად გააფორმებენ „თეატრალურის კვარტეტი“, ნიჭიერთა ათწლედის ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი, შესრულებული იქნება კინომუსიკის პოპური.
კინოსტუდიის კარი კი ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელთათვის ღია იქნება.
ღონისძიების გენერალური სპონსორები:
თბილისი მერია და „თიბისი ბანკი“