LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 122 ბავშვი მკურნალობს: ექიმი

58
ციციშვილის კლინიკა

ციციშვილის კლინიკის ექიმის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 20 პაციენტი კი ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის განყოფილებაშია.

მისივე განცხადებით, 122 კოვიდინფიცირებულიდან მხოლოდ ცხრა პაციენტის მშობელია აცრილი. დავით რეხვიაშვილი მშობლებს და იმ ადამიანებს, რომელთაც ბავსვებთან აქვთ კონტაქტი, ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

„აღნიშნულ თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, ის ტრანსპორტირებული არის ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში და მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება. დანარჩენის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. ასაკობრივად უფრო არის წლამდე ასაკის ბავშვები მომართვიანობის მხრივ და ასევე, პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები. რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსს, რომლის შვილებიც არიან ჩვენთან მოთავსებულები, სამწუხაროდ, მაჩვენებელი დაბალია, 122-დან ცხრა პაციენტის მშობელია აცრილი. უნდა აიცრას, როგორც მშობელი, ასევე ის ადამიანი, რომელიც კონტაქტობს ბავშვთან, რომ შევამციროთ რისკი კოვიდინფიცირების. ასევე, მნიშვნელოვანია 12 წლის ზემოთ ბავშვები იყვნენ ვაქცინირებულები“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.