მდინარე ენგურმა შუახნის კაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ის კაშხლის ტერიტორიაზე იპოვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ, სვანეთში გაუჩინარებული კაცია, რომელსაც ოჯახი 16 ოქტომბრიდან ეძებდა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.