LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე: როგორც კი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოხდება, „ლელო“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს

163
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოხდება, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს.

ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და თქვა, რომ ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც მათი ბოიკოტის მიზეზი იყო.

„რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია ამ ქვეყანაში მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს კიდევ ერთმა ოპოზიციის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, შიმშილობა შეწყვიტა. როგორც „დროს“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი და ეს შეთავაზება მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია.

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში 17 დღე შიმშილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები