LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე სააკაშვილის მხარდამჭერებზე: მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან, ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით

86
ირაკლი კობახიძე

„მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. ეს რისკები, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში შესაძლო გადაყვანაზე საუბრისას თქვა.

მისი განცხადებით, შესაბამისმა ორგანოებმა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების საკითხი.

ირაკლი კობახიძე: “ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის “ფეიკი” და ავრცელებს “ფეიკებს”

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია ხალხს არწმუნებს, თითქოს გადაყვანის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ როგორც მანვე აღნიშნა, მთელი უბედურება სწორედ გადაყვანის დღიდან დაიწყება. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია და სააკაშვილის მხარდამჭერები მიზნის მისაღწევად სისხლისღვრაზეც წავლენ.

„სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება, როგორც სამედიცინო მხარე, ასევე უსაფრთხოების მხარე. ორივე მხარე, რა თქმა უნდა, თანაბრად გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება უსაფრთხოების და პოლიტიკურ ნაწილს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით ეს რაღაცა სპექტაკლი და უბედურება დასრულდება და ასეთი აღქმა გაჩნდა რეალურად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში.

სერგეენკო: გავწერეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა – თუ რაღაც ნაწილის გაკეთება ადგილზე შეუძლებელი იქნება, პაციენტი სხვაგან იქნება გადაყვანილი

თუმცა, მე მინდა გითხრათ მთავარი მიზანი რა არის. მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა მან.

კობახიძე: ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელია სააკაშვილი, რომელსაც კაცობის არაფერი სცხია

კობახიძე კვლავ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის „უბრალო ახირება“ და ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი, რომ გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გარკვეული შანსები შექმნან.

„ჩვენ ეს რისკები რა თქმა უნდა მხედველობაში უნდა მივიღოთ. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო.

აქედან გამომდინარე ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის, ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ, თუნდაც ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც ასეთი გადაწყვეტილება თეორიულად შეიძლება იყოს მიღებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხუნდაძე: სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კატასტროფული, თუმცა არის საყურადღებო – მძიმე შედეგის დადგომას არ დავუშვებთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები