Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება – ირაკლი მექვაბიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება – ირაკლი მექვაბიშვილი

77

გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება. როგორც მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე “ფული პოლიტიკაში” განუცხადა, კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.

“ასეთი პრეცედენტები არის და ერთ-ერთ საკითხად ჩავრთეთ ეს თემა. კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ კუთხით,” – განაცხადა მექვაბიშვილმა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით და პროცესები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე.

“ვმუშაობთ კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. პრობლემები არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად ვადებთან,” – განაცხადა მექვაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები