LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: ექსპერტთა ჯგუფი გლდანის ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს

45
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ექსპერტები დადებენ დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებს გლდანის ციხის საავადმყოფო მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის საჭირო მოთხოვნებს.

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას, ზუსტ დროს გაცნობებთ ცოტა ხნით ადრე ვიზიტამდე, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ არ დავაანონსოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტი. თუ ყველა მოთხოვნას რაც პაციენტის მკურნალობას სჭირდება ეს დაწესებულება დააკმაყოფილებს, იქნება შესაბამისი დასკვნა, თუ განსხვავებული მოსაზრება იქნება,აღნიშნული კონსილიუმი ამასაც დამოუკიდებლად იტყვის,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი აღნიშნულ ექსპერტთა ჯგუფს შეფასებაში სრულად ენდობა. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ნდობას უცხადებდა და ფიქრობს, რომ ეს ჯგუფი ნამდვილად არ უნდა გაუქმდეს.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა