LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა – ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი კავკასიის რეგიონში

2893
ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა - მთავარი ფოტო

ჰუალინგ ჯგუფმა სავაჭრო ცენტრი – თბილისის ზღვის პლაზა გახსნა. ის არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი, სხვა მოლებისგან სრულიად განსხვავებული და უნიკალური საშოპინგე სივრცეა. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო პროდუქტსა თუ სერვისს სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებს, სილამაზის სალონებს, ბანკებს, აფთიაქებს, ტექნიკის, ავეჯის, ტანსაცმლისა, თუ სხვა ნებისმიერი ტიპის მაღაზიებს.

ტექნიკის მაღაზიები ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში

აქ მოსულ სტუმრებს საქართველოს ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზია დახვდებათ, მათ შორის: ალტა, ზუმერი, ტექნოლაბი, ბეკო, უნიკომი და მეტრომარტი. ამასთან ერთად, განსხვავებული იქნება რამდენიმე მათგანის ფორმატი.

თბილისის ზღვის პლაზში გახსნილი ალტას მაღაზია პირველია, რომელსაც აუთლეტ სივრცეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტებს მინიმალური დაზიანებით გაცილებით დაბალ ფასად შეიძენთ. უფრო წარმომადგენლობითი იქნება აქ მდებარე ზუმერის მაღაზიაც. მხოლოდ ამ ფილიალში იპოვით სახლის ჭკვიანი მოწყობილობების სპეციალურ სივრცესაც. ამასთან ერთად, აქ დაგხვდებათ გეიმინგ აქსესუარების დიდი ასორტიმენტი.

ავეჯის მაღაზიების უდიდესი არჩევანი ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში

თბილისის ზღვის პლაზა იქნება პირველი მოლი, რომელიც დაიტევს ჩვენთვის ნაცნობ თითქმის ყველა ავეჯის მაღაზიას. ესენია: ეშლი, ემბავუდი, ვიბრანტი და კომფორტი. აქ შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ წამყვანი ბრენდებისა თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. შეარჩიოთ ნებისმიერი ტიპის ავეჯი და ზუსტად მოარგოთ ის თქვენს მოთხოვნებს, საჭიროებებს, გემოვნებასა თუ ფინანსურ შესაძლებლობებს.

კიდევ რა დაგხვდებათ ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში

ჰუალინგის მოლში უკვე გაიხსნა სუპერმარკეტი კარფური. პირველი სართული, 12 000 კვ. მეტრზე გაშლილი სივრცე კი სრულად ეთმობა სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსს. ის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ფასითა და ხარისხით კი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპერმარკეტია სამშენებლო სექტორში. მიჰაუსის შოურუმში შეძლებთ 60 ათასამდე დასახელების პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენას.

ასევე, თბილისის ზღვის პლაზა პირველია საქართველოში, რომელსაც ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე აქვს.

ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზის მდებარეობის უპირატესობა

ჰუალინგის სავაჭრო ცენტრი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ახლოსაა მჭიდროდ დასახლებულ რამდენიმე უბანთან. გამავალი გზების და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გამო კი, მასთან მისვლას უმოკლეს დროში შეძლებთ დედაქალაქის სხვა ნებისმიერი კუთხიდანაც. ამ ტერიტორიაზე არის რამდენიმე სამარშრუტო ხაზის ბოლო გაჩერებაც.

ის მოსახერხებელია უცხოელი ბიზნესმენებისთვისაც, რადგან ამ ტერიტორიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა თუ რკინიგზის სადგურზე მისვლა განსაკუთრებით სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი.

თბილისის ზღვის პლაზას 2 ათას მანქანაზე გათვლილი უფასო პარკინგიც აქვს. მისი გაშლილი ტერიტორია კი სტუმრების უდიდესი ნაკადების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

დაფიქრდი, იქნებ სიახლეების დროა

ჰუალინგ ჯგუფმა პირველმა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა კატეგორიისა და მასშტაბის მაღაზია და ობიექტი და მომხმარებლებს უნიკალურ კონცეფციაზე შექმნილი სავაჭრო ცენტრი შესთავაზა.

ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში სტუმრობა დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე უკვე შეგიძლიათ. მისი გახსნის მასშტაბური ცერემონიალი კი 20 ნოემბერს გაიმართება და მაღაზიებში თვის ბოლომდე გრანდიოზული ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები