Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კობახიძე – ომბუდსმენს უკრაინულ ციხეებში ათი ათასობით პატიმარი ჰყავს და სჯობს, მათ დაუთმოს ყურადღება – როცა სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცავებს თმებით ათრევინა თავი, მისი აღშფოთება გახსოვთ? – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე – ომბუდსმენს უკრაინულ ციხეებში ათი ათასობით პატიმარი ჰყავს და სჯობს, მათ დაუთმოს ყურადღება – როცა სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცავებს თმებით ათრევინა თავი, მისი აღშფოთება გახსოვთ?

55
ირაკლი კობახიძე

“ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მგონი, სჯობს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ უკრაინის ომბუდსმენის სააკაშვილთან ვიზიტის სურვილზე საუბრის დროს განაცხადა.

ქადაგიშვილი – საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა და მთელი ამ წლების განმავლობაში მან ის ქვეყანა შეაწუხა:

“ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მგონი, სჯობს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში არიან. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა, თუ მესამე პრეზიდენტია, მგონი არც ერთია და გეტყვით რატომ, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია.

რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, პრეზიდენტის ინსტიტუტის არანაირი სიმბოლო ის არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ის ამ თანამდებობას უკიდურესად ბოროტად იყენებდა, ამაში შედის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და სხვა. აქედან გამომდინარე, ის არის არა პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლო ისევე, როგორც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო მაგალითად, მუსოლინი, ჩაუშესკუ და ა. შ მაგრამ არც ერთი მათგანი არც იტალიის და არც რუმინეთის სიმბოლოდ არ განიხილება, რადგან ისინი ანტისიმბოლოები არიან…

ვიღაცებმა ახლა შეიცხადეს, რომ თურმე სამარცხვინო მდგომარეობაში იხილეს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ როცა სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცავებს თმებით ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს, გახსოვთ ვინმე გამოსული და ამაზე პროტესტის გამომხატველი? ან უკრაინელი ომბუდსმენი გახსოვთ მაშინ, რომ გამოვიდა და აღშფოთდა? რა მნიშვნელობა აქვს, რომ ახლა სხვა ომბუდსმენი ჰყავს უკრაინას, აქ საუბარია ინსტიტუტებზე.” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში მყოფმა უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გუშინ განაცხადა, რომ მან ყველა საჭირო დოკუმენტები გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდებოდა, რათა მიხეილ სააკაშვილს შეხვედროდა.

დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა და სახელმწიფოსდ ამის ვალდებულება არ აქვს.