LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: კამო პეტროსიანი არ სჩადიოდა ასეთ რაღაცებს რაც სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა

556
ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და მას უღირსობა უწოდა.

როგორც დეპუტატმა თქვა, „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და ადამიანებს ადამიანურად ექცეოდა, მით უფრო ციხეში, მაგრამ მმართველმა პარტიამ ეს დაკარგა.

„მე სააკაშვილისადმი დამოკიდებულება რაც მქონდა, ისევ ის მაქვს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის შეურაცხყოფა იყო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა.

კამო პეტროსიანი არ სჩადიოდა ასეთ რაღაცეებს რაც სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ამის გათვალისწინებით, ის კადრები რაც ვნახეთ იყო უღირსობა. ის ადამიანური დიდი უპირატესობა რაც გქონდათ, სამწუხაროდ თქვენ ის დაკარგეთ. არ ვიცი ამას გრძნობთ თუ ვერ გრძნობთ?

პოლიტიკას ხომ ორი განზომილება აქვს – ადამიანური და პრაგმატული. პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფო დააზიანეთ და ადამიანურადაც დამაზიანებელი იყო. უღირსობა ვნახეთ მეტი არაფერი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები