LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ელჩი: შემაძრწუნებელია, რომ ყოველ დღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება

353
Untitled design (21)

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, პანდემიის მართვის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება.

ელჩის განცხადებით, გერმანიას მზად ჰქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა, რადგან ქვეყანაში ბევრმა ადამიანმა თქვა უარი მის გაკეთებაზე.

„შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე – ნება მომეცით დრამატული მეტაფორა გამოვიყენო – ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება. ძ

ალიან ბევრი ადამიანი არ აიცრა სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მზად გვქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სხვადასხვა სახის „ლოკდაუნი“. ერთი რამ ცხადია: არ შეიძლება კოვიდი ხანგრძლივ მდგომარეობად იქცეს – არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან,“- განაცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავიუსით 83 პირი გარდაიცვალა. ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გამოსავალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები