LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა იმ ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც ასპირანტ ქვეყნებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გააჩნიათ: ზალკანიანი

55
დავით ზალკანიანი

„რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა იმ ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას, როგორც ასპირანტ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე გააჩნიათ,“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზალკანიანი თქმით, მანამდე, კერძოდ კი, 2018 წელს, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრაში სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე, რომელიც ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში გაიმართა. ამის შემდგომ, საქართველო და უკრაინა სხვა მინისტერიალებზეც ერთობლივად მიიწვიეს.

„რაც შეეხება დეკემბერში საქართველოს მინისტერიალზე მიწვევას, ეს არის ძალიან პოზიტიური და სერიოზული გზავნილი ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან,“- აღნიშნა ზალკალიანმა და იმედი გამოთქვა, რომ რიგის მინისტერიალზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ინიციატივებს, მათ შორის, არსებით ღონისძიებათა განახლებულ პაკეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სხვა პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას.

„ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან – ალიანსის წევრობასთან მიიყვანს,“ – დასძინა დავით ზალკანიანმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები